jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: იუსკი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

სკანდინავიური ბრენდი JYSK არის საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს "ყველაფერი სახლისთვის" პრინციპით.
დღეს JYSK მოიცავს 3300-ზე მეტ მაღაზიას 48 ქვეყანაში, JYSK-ს აქვს ყოველთვის საუკეთესო შეთავაზება და კომპეტენტური სერვისი.

JYSK აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00. შაბათ-კვირა დასვენება;
ანაზღაურება: შეთანხმებით;

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** სალარო, საბანკო და სხვა ოპერაციების დამუშავება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, სასურველია APEX-ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@JYSK.ge და სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "JYSK" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |