jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: ლაივ საფორთი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

ვინ ვართ ჩვენ?

2016 წლიდან უზრუნველვყოფთ ბიზნეს კლიენტების IT აუთსორსინგს, IT ინფრასტრუქტურის უწყვეტ ფუნქციონირებასა და თანამედროვე გადაწყვეტილებების დანერგვას მათი ბიზნეს პროცესების განსავითარებლად.
გაიგე უფრო მეტი ჩვენზე:

https://livesupport.ge/
https://www.linkedin.com/company/live-support-llc/
https://www.facebook.com/livesupport.ge

ჩვენი ძირითადი საქმიანობა:

** ბიზნეს კლიენტების IT აუთსორსინგი
** პროგრამული და ტექნიკური გადაწყვეტილებები
** IT აუდიტი და კონსალტინგი
** კიბერ უსაფრთხოება

როლის უმთავრესი ამოცანები:

** სატელეფონო, Email, LinkedIn შეთავაზებების როგორც რაოდენობრივი ასევე ხარისხობრივი განვითარება
** პოტენციურ კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციის მართვა
ყოველთვიური გეგმის შესრულება

შენი პიროვნული თვისებების შესახებ:

** ხარ ამბიციური და გსურს გაყიდვებში შედეგების მიღწევა
** გიყვარს კომუნიკაცია და შეგიძლია საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანის შენს სიმართლეში დარწმუნება
** მოლაპარაკებებში წამოჭრილი დაბრკოლებების გადალახვა უნდა განიჭებდეს სიამოვნებას
** ყოველთვის აღწევ დასახულ მიზანს ყველა შესაძლო ეთიკური მეთოდის გამოყენებით.

შენი პროფესიული გამოცდილების შესახებ:

** თუ გაქვს ანალოგიურ პოზიციაზე, IT აუთსორსულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ძალიან კარგი. თუ არა, ჩვენ დაგეხმარებით კარიერაში პირველი აბიჯების გადადგმაში
** თუ გაქვს გამოცდილება - არსენალში უნდა გქონდეს წარმატებული გაყიდვების პროექტები, რომლებზეც სიამაყით მოგვიყვები
** შენს პორტფელში არსებული კლიენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შენზე უნდა ამბობდეს, რომ წარმოუდგენელია შენთვის უარის თქმა
** უნდა გამოირჩეოდე ლიდების კონვერსიის მაღალი მაჩვენებლით CRM სისტემებში

ენების და ტექნოლოგიების ცოდნა:

** ინგლისური - უნდა შეგეძლოს შეთავაზების მართვა ინგლისურად
** CRM სისტემები - ჩვენ ვიყენებთ Monday პლატფორმას. თუ არ გაქვს აღნიშნულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება - ჩვენ გასწავლით
** Excel - საბაზისო დონეზე

სამუშაოს ძირითადი აღწერა:

** ცივი ზარების განხორციელება და შეთავაზებების მართვა
** პოტენციურ კლიენტებთან Email / LinkedIn კომუნიკაცია
** კლიენტებთან შეხვედრების ჩანიშვნა
** ყოველთვიური გეგმის შესასრულებლად ყოველდღე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა
** CRM სისტემებში მუშაობა და კვალიფიციური ლიდის წარმატების მაჩვენებლის მაქსიმალური ზრდა
** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება შემდგომი გაყიდვების შესაძლებლობების ასათვისებლად
** რეპორტინგის წარმოება

შრომითი ურთიერთობების პირობები:

** ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული (ხელზე ასაღები) + ბონუსი ** შესრულებული გეგმის შესაბამისად
** გამოსაცდელი ვადა: ერთი თვე, ანაზღაურების გარეშე
** კონტრაქტის ტიპი: სრული განაკვეთი
** სამუშაო საათების რაოდენობა: კვირაში 40 სთ
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაოს შესრულების ადგილი: On-site ან Remote ანდაც, Hybride - ამ საკითხზე შეგვიძლია მოლაპარაკება

კარიერული განვითარების შესაძლებლობა:

იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი შეძლებს ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი,
როლის უმთავრესი ამოცანების წარმატებით შესრულებას, 6 თვიანი საგამოცდო პერიოდის გავლის შემდეგ ის დაწინაურდება და დაიკავებს გაყიდვების განვითარების მენეჯერის პოზიციას, რაც ითვალისწინებს საკუთარი გუნდის ჩამოყალიბებას, განვითარებას და მართვას.

შერჩევის ეტაპები:

** ეტაპი 1. CV-ების განხილვის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება
** ეტაპი 2. სატესტო ცივი ზარის (Cold Call) განხორციელება პოტენციურ კომპანიასთან
** შენიშვნა: ზარის ეფექტურად სამართავად წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას პოტენციური კომპანიის შესახებ
** მიზანი: შევძლოთ შენი გაყიდვების უნარების შეფასება

თუ თვლი, რომ ვაკანსიის აღწერაში შენზეა საუბარი, მაშინ, გამოგვიგზავნე რეზუმე მისამართზე: hr@livesupport.ge და იმეილის სათაურის ველში მიუთითე სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, კომპანია LiveSupport-ს აძლევთ უფლებას, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |