"Hopihop" არის საბავშვო ბატუტის პლატფორმა, რომელიც წარმოდგენილია თბილისი მოლში.
"Hopihop"-ის მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება და უზრუნველყოს ბავშვების მხიარული განწყობა.
"Hopihop" გთავაზობთ დასაქმებას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
** სამუშაო ადგილი: 16 კმ აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი მოლი;
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 სამუშაო საათი; 6 და 8 საათიანი სამუშაო ცვლები;
** ფიქსირებული ანაზღაურება 800 ლარი + ბონუსი;
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის თავაზიანი მომსახურების გაწევა. კომპანიაში არსებული მომსახურებისა და ფასების შესახებ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება;
** ბავშვების მიღება და მათთვის დახმარების გაწევა ბატუტზე;
** პლატფორმის ყოველდღიური კონტროლი;
მოთხოვნები:
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** შრომისმოყვარე, მხიარული, ენერგიული;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@hopihop.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე-ოპერატორი".