jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Hopihop
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

"HOPIHOP" არის საბავშვო ბატუტის პლატფორმა, რომელიც წარმოდგენილია თბილისი მოლში.

"HOPIHOP" - ის მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება და უზრუნველყოს ბავშვების მხიარული განწყობა.

"HOPIHOP" გთავაზობთ დასაქმებას სუპერვაიზერის პოზიციაზე.

** სამუშაო ადგილი: 16 კმ აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი მოლი;
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 სამუშაო საათი; 5 სამუშაო დღე,
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე;
** ფიქსირებული ანაზღაურება 1200 ლარი + მაღალი საბონუსე სისტემა;

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** ყოველდღიური სამუშაო პროცესის მართვა, მომსახურების უწყვეტობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად;
დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, სწავლება, შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა, მათ კმაყოფილებაზე და კომფორტული გარემოს შექმნაზე მუდმივი ზრუნვა;
** საჭიროების შემთხვევაში დაქირავებული თანამშრომლებისთვის სამუშაო პროცესში დახმარების გაწევა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის, მათთვის მოტივაციის შექმნის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@hopihop.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სუპერვაიზერი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |