jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: წარმოების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ფაბრიკა 1900
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერტიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

"ფაბრიკა 1900" ეძებს გუნდის ახალ წევრს - წარმოების ხელმძღვანელს.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** ოპტიმალური შედეგების მისაღებად რესურსების ეფექტური დაგეგმვა - გამოყენება;
** წარმოების პროცესის ოპერატიული გეგმის შესაბამისად მიმდინარეობის უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელება;
** წარმოების პროცესში ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, მათი დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
** სამუშაო სივრცის ოპტიმალური დაგეგმარება;
** თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზი და შეფასება;
** თანამშრომელთა ოპტიმალურ რაოდენობათა განსაზღვრა, ადამიანური რესურსის ოპტიმალური დაგეგმარება;
** თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, საჭირო სწავლებების და ტრენინგების დაგეგმვა-განხორციელება და/ან შესაბამის სამსახურთან კომუნიკაცია;
** თანამშრომელთა სამოტივაციო აქტივობების დაგეგმვა შესაბამის სამსახურებთან ერთად;
** თანამშრომელთა მხარდაჭერა, პრობლემების ან საჩივრების განხილვა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება;
** წარმოების პროცესის ოპტიმალური დაგეგმარებისათვის მჭიდრო კავშირი სხვა მენეჯერებთან;
** მიმდინარე პროცესების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწარმოს სტანდარტული აღჭურვილობის ტექნიკური ცოდნა;
** კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცოდნა;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი;
** ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება
** ტრანსპორტირება;

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - წარმოების ხელმძღვანელი

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |