სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (vacancy@nova.ge) აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობებში მიმდინარე პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია, როგორც ადმინისტრაციული, ასევე ლოჯისტიკის მიმართულებით;
** წლიური, ყოველთვიური და ყოველდღიური სამუშაო გეგმების შემუშავება;
** სასაქონლო მარაგების ყოველდღიური კონტროლი და საწყობებს შორის ტვირთების მოძრაობის ორგანიზება/კონტროლი;
** ტვირთების გადაადგილება-გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და პრევენცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ავტო-სატრანსპორტო საშუალებების გზაში მოსალოდნელი შეფერხება, ან ტვირთების მოძრაობისას შესაძლო დაზიანება;
** სასაწყობე ფართის სწორად გამოყენების და პროდუქციის უსაფრთხო პირობებში შენახვის დაგეგმვა;
** საქონლის აღრიცხვა-მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი;
** მოსალოდნელი გართულებების პროგნოზირება და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიების დაგეგმვა და გატარება;
** სასაქონლო მარაგების, კომპანიის მიერ დაგეგმილ დროს, ინვენტარიზაცია და პროცესის ორგანიზება / კონტროლი;
** დაქვემდებარებულთა შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** საჭირო ინფორმაციის გაცვლის მიზნით სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
** გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (დადგენილი სტანდარტის შესაბამისად) სრულყოფის ორგანიზება;
** სამუშაო პროცესის უწყვეტობა და მონიტორინგი;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (უფლებამოსილების ფარგლებში);
** ხელმძღვანელობისთვის საქმიანობის ყოველთვიური, კვარტლური და წლიური ანგარიშის წარდგენა;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ლოჯისტიკა/ფინანსები);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა).
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
სასურველი უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური;
** გუნდურობა;
** ლიდერობა.
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება - შეთანხმებით;
** სამუშაო გრაფიკი - სრული
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 18 ნოემბერი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე vacancy@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ლოჯისტიკის მენეჯერი".
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.