jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი კომპანიის KRAFT HEINZ-ის ბავშვთა კვების ბრენდის PLASMON-ის დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს აჭარის რეგიონში ქ. ბათუმში სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ვაკანსიას.

სამედიცინო წარმომადგენლის როლი და მისია:

** ბრენდის ცნობდობის და ლოიალურობის გაზრდა მის კუთვნილ ტერიტორიაზე
** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში
** სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების სიხშირის განსაზღვრა ეფექტურობის ამაღლების მიზნით
** კომპანიის პორტფელში არსებულ პროდუქციაზე ექიმებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** კუთვნილ ტერიტორიაზე სააფთიაქო ქსელებში ვიზიტების განხორციელება და კომპანიის პორტფელში არსებული პროდუქციის წარმოდგენის შეფასების მიზნით/ დამატებითი ინფორმაციის მოძიება
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და მისი შემდგომი წარდგენა ხელმძღვანელობასთან

განათლება და კვალიფიკაცია:

** სასურველია შესაბამისი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო გაყიდვების სფეროში
** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის წარდგენის, ურთიერთობების და მოლაპარაკების უნარი
** საქმისადმი გამჭვირვალე და ეთიკური მიდგომა
** ურთიერთობების დამყარების უნარ-ჩვევები
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირება.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** Fit Pass

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - " სამედიცინო წარმომადგენელი" და მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება.

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.

** მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
** სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
** ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
** მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
** მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
** ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
** ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`

შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tengosimonia@mail.ru



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |