კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ჩეფლას ოპერატორის თანამდებობაზე სამღებრო საწარმოში, ავჭალა (ხელოსნების ქალაქი, ლაზოს ქ. #1).
კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** თიმ ბილდინგი
** ანაზღაურება: 1540-1676 ლარი (ხელზე ასაღები)
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამღებრო დანადგარის "ჩეფლა" გამართული და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესში გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** სახარჯი მასალების რაციონალური ხარჯვა, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პირთან მარაგის შევსებაზე მოთხოვნის დაყენება;
** დასამუშავებელი პროდუქციის ხარისხის კონტროლი (ვიზუალური დათვალიერება) და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** მოწოდებული დოკუმენტაციის, მათ შორის ინვოისების წაკითხვა და შესაბამისად სამუშაო პროცესის განსაზღვრა/წარმართვა;
** დასამუშავებელი მასალის დახარისხება და შემდგომ სამღებრო სამუშაოებთან დაკავშირებული ოპერაციის განსაზღვრა.
კომპეტენციები:
** პროდუქტიულობა
** ანალიტიკური აზროვნება
** ხარისხზე ორიენტირება
** გუნდური მუშაობა
კომპანიის მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი/პროფესიული განათლება
** სასურველია მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** დეტალებზე ორიენტირებული
** სხარტი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "ჩეფლას ოპერატორი".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!