დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ობიექტის დაცვის უფროსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00, შაბათი 10:00-14:00
ანაზღაურება: 1500-1700 ლარი კვალიფიკაციის მიხედვით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დაცული ობიექტის ხელმძღვანელ პირებთან საჭიროების შემთხვევაში მოლაპარაკის წარმოება.
** დაცულ ობიექტზე დანაშაულის არსებობის შემთხვევაში, სამართალ დამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა.
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დარღვევის აქტის შედგენა.
** სწრაფი და სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
მოთხოვნები:
** სავალდებულოა კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ ან რუსულ ენას საკომუნიკაციო დონეზე;
** სასურველია გააჩნდეს ოფიცრის წოდება და ძალოვან სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა მართვის მოწმობა და მანქანის მართვის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** სპორტული აღნაგობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მობრძანდეთ შპს "ალგანის" სათავო ოფისში, თბილისი, გ. სააკაძის მეორე გასასვლელი #8, ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 13:00 საათამდე.
ან გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrsecurity@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე 0322353253; 03222560101; 577959929.
დაცვის კომპანია "ალგანში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცვის კომპანია "ალგანის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაცვის კომპანია "ალგანი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!