შპს "ჩირინა", "ბიუ-ბიუ"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (http://www.chirina.ge) ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მეფრინველეობის დარგში საკვებწარმოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მეფრინველეობის წარმოების მთავარ ტექნოლოგთან ერთად საკვები რეცეპტების შემუშავება,
** რეცეპტების გადათვლა და კომბინირებული საკვები ქარხნისთვის მოწოდება
ბროილერის წარმოების, სარემონტო მოზარდის, სადედე გუნდის საკვების დამზადების ყოველთვიური გეგმების მომზადება
** ნედლეულის ხარისხის კონტროლი
** კომბინირებული საკვები ქარხნის და სართიჭალას ტერიტორიაზე არსებული მარცვლეულის საშრობის და შესანახი კომპლექსის მართვა.
** საკვებწარმოებაში არსებულ თანამედროვე ტენდენციებთან მუდმივი გაცნობა.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, ქიმიის, მიკრობიოლოგიის მიმართულებით
** მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მეფრინველეობის/საკვებწარმოების დარგში
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობა
აღნიშნულ ვაკანსიაზე დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 01 ნოემბრამდე. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.