"Wyndham Hotels and Resorts" არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.
"Ramada by Wyndham Tbilisi Old City" მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასაა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.
სასტუმრო "Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.
** ანაზღაურება: 950 ლარი
** კვება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** აკონტროლოს სასტუმროს ტერიტორია და მოახდინოს პატრულირება სასტუმროს გარშემო, დერეფნებში, სტუმრებით დატვირთულ ადგილებში, როგორიცაა საცურაო აუზი და სპა სივრცე;
** მოახდინოს პატრულირება სათანადო აღჭურვილობის გამოყენებით. შეამოწმოს ყველა წინასწარ განსაზღვრული ადგილი და მოახდინოს ყველა განხორციელებული ქმედების დოკუმენტირება დეპარტამენტის სტანდარტების შესაბამისად;
** გადაჭრას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემური სიტუაციები;
** უზრუნველყოს სტუმრების ოთახების უსაფრთხოება;
** მოახდინოს ყველა დაკარგული და ნაპოვნი ნივთის დოკუმენტირება და შენახვა;
** ცვლის დასრულებამდე შეავსოს ყველა სათანადო ფორმა და განახორციელოს სამუშაოს დასრულების პროცედურები;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@ramadatbilisioldcity.com ან დარეკოთ მითითებულ ნომერზე: 577 680 080
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!