jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დისპეჩერი/დისპეჩერ ლოგისტი
მომწოდებელი: Let`s Go
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

კომპანია "Let`s Go" აცხადებს ვაკანსიას - დისპეჩერის / ოპერაციული მენეჯერი / ტრანსპორტის ოპერაციული მენეჯერი / დისპეჩერ ლოგისტის პოზიციაზე.

თუ გაქვთ ტაქსის დისპეჩერის, ტურისტული კომპანიის ოპერაციული მენეჯერის, სატრანსპორტო კომპანიის ცენტრის ოპერატორის, აქაუნთ მენეჯერის ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება, ხართ კომპიუტერის გამართული მომხმარებელი და მზად ხართ იმუშაოთ ახალგაზრდა მეგობრულ კოლექტივში, ჩვენ გეძებთ თქვენ.

ჩვენი კომპანია 8 წელზე მეტია აქტიურად ოპერირებს ტურისტულ სფეროში, ტრანსპორტის მენეჯმენტის განხრით. კერძოდ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვაწვდით ტრანსპორტო მომსახურებას. ვართ არაერთი საერთაშორისო კომპანიის, ისეთები როგორიცაა (Booking.com, Talixo, Kiwitaxi, Iway, cartraveler, viator და ა.შ.) პარტნიორები საქართველო, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

სტაჟიორის კანდიდატად განიხილება ნებისმიერი, თუნდაც გამოცდილების არმქონე (პირველი, მეორე კურსის სტუდენტი). სტაჟირება ანაზღაურებადია.

ვადგენთ რა მორგებულ გრაფიკებს, მაქსიმალურად ვცდილობთ არ შეეშალოთ ხელი სწავლის პროცესში.

სამუშაოს აღწერა:

** სამუშაო საათების განმავლობაში წერილებზე პასუხის გაცემა, შეკვეთების სისტემაში დარეგისტრირება, შეკვეთების შესრულების კონტროლი.
⁠** კომპანიის დამკვეთების ელ. ფოსტა-ზე, სოც. ქსელებში შემოსულ მესენჯერებზე კლიენტებთან სწორი და აზრიანი კომუნიკაცია.
⁠** კომპანიის დამკვეთების და/ან კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების პასუხი- გამავალი ზარების განხორციელება.

მოთხოვნები:

** ⁠ინგლისური ენის ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად)
** კომპიუტერის გამართულად ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული შეკვეთების სისტემაში შეყვანა
** მძღოლებთან მოლაპარაკების წარმოება
** მძღოლების მიერ მიღებული შეკვეთების სტატუსის გაკონტროლება
** დროული რეაგირება სატელეფონო თუ ციფრული კომუნიკაციის არხებში
** შეკვეთების კონტროლი და სწორი დაგეგმვა

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური
** ორგანიზებული
⁠** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
⁠** საქმის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულობა

სამუშაო პირობები:

** ჩვენს კომპანიაში შესაძლებელია მუშაობა სრულიად თქვენზე მორგებული გრაფიკით, რაც დაგეხმარებათ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ თქვენი თავისუფალი დრო.
** ანაზღაურება საათობრივია და შესაბამისად ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი საათი იმუშავებთ თვის განმავლობაში.
** ანაზღაურება იზრდება თქვენ გამოცდილებასთან ერთად.

პირველი 3 თვე 120 საათი თვეში - ანაზღაურება 600 ლარს
მეორე 3 თვე 120 საათი თვეში - 840 ლარს
მესამე 3 თვე 120 საათი თვეში - 1080 ლარს

თუმცა შესაძლებელია თვის განმავლობაში იმუშაოთ 200 საათიც და მაშინ თქვენი ანაზღაურება გაიზრდება შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას "გაგზავნე CV" ღილაკის საშუალებით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |