კლინიკა "რეიმანი" აცხადებს ვაკანსიას პაციენტებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტებთან გულთბილი შეხვედრა, მათთან პროფესიულ, გასაგებ ენაზე საუბარი;
** პაციენტის მიღება, პროგრამაში რეგისტრაცია და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** აქტიური მოსმენა და ეფექტური რეაგირება;
** პაციენტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება საჭიროებისამებრ;
** სალაროს ოპერაციების განხორციელება: თანხის მიღება და გაცემა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, სალაროს ჩაბარება და გადაბარება;
** დღის ბოლოს სალაროს დახურვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ტექნიკური საკითხების მონიტორინგი და რეაგირება საჭიროებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესად);
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)
ცოდნა, უნარები:
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
** დროის მენეჯმენტი;
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი (ორშაბათიდან კვირის ჩათვლით)
სამუშაოს ადგილმდებარეობა: 7 სანდრო ეულის ქუჩა, 0186, თბილისი
შერჩევის ეტაპები:
** მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
კლინიკა "რეიმანი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://www.helio-ai.com/apply/cad06eiqrtqvuayv
გაცნობებთ, რომ კლინიკა "რეიმანი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დაამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.