"მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი: კომპანია "მისტერ მასტერის" მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა, (დაგეგმვა, მართვა, მონიტორინგი) შესაბამისი სამუშაო პროცედურების დაცვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, მენეჯმენტი);
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
ზოგადი კომპეტენციები:
** გუნდის მართვა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ტექნიკოსების ყოველდღიური სამუშაო პროცედურის დაცვისა და დისციპლინარული ქცევის მონიტორინგი;
** სპეციფიკის და კვალიფიკაციის გათვალისწინებთ, ხელოსნების საჭირო რესურსის განსაზღვრა- მოძიება;
** რთულ, არასტანდარტულ სიტუაციებში ჩართულობა, ტექნიკოსების მხარდაჭერა შეკვეთის შესრულებისთვის საჭირო დამატებით ბრიგადების, ინსტრუმენტების ან სხვა საკითხების ორგანიზებაში
გუნდთან პერმანენტული შეხვედრები, არსებული სიტუაციის ანალიზი;
** სხვადასხვა სახის შიდა რეპორტინგი (ფინანსური, რაოდენობრივი);
** გუნდთან ერთად, ყოველთვიური KPI-ების პარამეტრების შესრულების უზრუნველყოფა;
** უშუალო უფროსისგან მიღებული დავალებების შესრულება;
საკომპენსაციო პაკეტი: ფიქსირებული ანაზღაურება: ყოველთვიური 3000 ლარიდან
საბონუსე ანაზღაურება: ყოველთვიური KPI-ის შესრულებიდან გამომდინარე (ხელფასის 30%);
დამატებითი ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო დრო;
** სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
** ფასდაკლებები კომპანიის სერვისებზე
სამუშაო პირობები:
სამუშაო განრიგი: სრული
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Hr@mrmaster.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "ტექნიკური დირექტორი"