jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: CEO-ს ასისტენტი
მომწოდებელი: არტე დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

კომპანია "არტე დეველოპმენტი" 2001 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან და ენერგოეფექტურ საცხოვრებელ პროექტებს თბილისში. მეტი დეტალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://arte.ge/

ჩვენი გუნდისთვის ვეძებთ CEO-ს ასისტენტს.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 10:00სთ-18:00სთ

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის დოკუმენტაციის მოწესრიგება.
** დოკუმენტაციის ელექტრონული აღრიცხვა, მათი სკანირება და სისტემატიზაცია.
** დოკუმენტაციის მართვის სისტემის შენარჩუნება, კონტროლი.
** ხელშეკრულებების სტატუსის და განახლებების მონიტორინგი, პერიოდული ანგარიშების მომზადება.
** საქმესთან დაკავშირებული დამატებითი სამუშაოების შესწავლა და ორგანიზება.
** დამატებითი დოკუმენტების და ინფორმაციის თარიღების კონტროლი და დოკუმენტაციის განახლების პროცედურების მართვა.
** სამუშაო დროის ეფექტური მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირებისა და/ან იურიდიული მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS Office, სკანერი, ელექტრონული ფოსტა და სხვა).
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე სავალდებულოა)
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.

დამატებითი უნარები, რომელთაც ვაქცევთ ყურადღებას:

** გუნდური მუშაობის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა და სამუშაო დროის სწორად მართვა
** მუდმივი განვითარების სურვილი და პროფესიული ზრდისკენ ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული ზრდის პერქპექტივას
** პროფესიული უნარების განვითარებას საუკეთესო შედეგის მისაღწევად
** ფუნქცია-მოვალეობებში გათვიცნობიერების შემდეგ, სამუშაოს ჰიბრიდულად შესრულების შესაძლებლობას (სწავლების პროცესში On Site)

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Careers@conceptdigital.com . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "CEO-ს ასისტენტი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |