jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისის ლოგისტიკური ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

კომპანია "თბილისი ლოგისტიკური ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სასაწყობე მიმართულებით.

ფუნქცია მოვალეობები:

** მომხმარებლების მოძიება, ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება;
** საბაზრო ტენდენციების ანალიზი;
** პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში ჩართულობა და დროული რეაგირება;
** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია;
** კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო საათები: ორშაბათი-ხუთშაბათი 09:00-18:00 საათამდე, პარასკევი - 09:00-16:00;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@tlc.com.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.

კომპანია განახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და დადგენილი სტანდარტებით; პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კანდიდატის კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და სხვა მოთხოვნილი მახასიათებლების ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და ინახება კომპანიაში არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას და დამუშავდეს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |