jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: საბუდარა
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

წარმოების ზრდიდან გაომდინარე შპს "საბუდარა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მეფრინველეობის სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს საბუდარა/ქართული ფრიველი 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი მეფრიველეობაში, ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით, მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით. საბუდარა 2023 წლის მონაცემებით არის წიწილისა და საინკუბაციო კვერცხის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი საქართველოდან.

თუ ხარ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოტივირებული პიროვენება და გაქვს სურვილი - ჩვენთან ერთად შექმნა შენი განვითარების ისტორია, მაშინ გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი ბუღალტრის პოზიციაზე!

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1 500 ლარიდან 2 500 ლარამდე (კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე);
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3

ფუნქცია მოვალეობები:

(ჩამოთვლილი ფუნქცია მოვალეობები გაიმიჯნება რამდენიმე დასაქმებულს შორის)
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
** შესყიდვებთან და რეალიზაციებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული ასახვა და დადასტურება rs.ge-ზე / RS პორტალზე მუშაობა, ;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი, შედარებები დებიტორ/ კრედიტორებთან;
** სასაქონლე და მატერიალური მარაგების კონტროლი და აღრიცხვა;
** საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა.
** ყოველთვიური დეკლარაციების შევსების პროცესში მონაწილეობა;
** სალარო ნაშთების კონტროლი;
** სხვადასხვა ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული ასახვა;
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების Word, Excel-ის ფლობა;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება წარმოების სფეროში;
** სასურველია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა.
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება/ცოდნა.

უნარები:

** მოტივირებული;
** მოწესრიგებულობა.
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** კომუნიკაბელური, ენერგიული.
** ორგანიზებული;

ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ, კარიერულ განვითარებას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კვებას;
** სწავლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას (სურვილისა და ინიციატივის გამოჩენის შემთხვევაში კომპანია ხელს შეუწყობს დასაქმებულს გადამზადებას);

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, დავით აღმაშენებლის ქუჩა 2, 2 კილომეტრი (ყოფილი ზოოვეტ ინტიტუტის მოპირდაპირე მხარეს) Facebook გვერდზე (FB საბუდარა.Sabudara) დართული გვაქვს რუკაც თვალსაჩინოებისთვის.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე gepskartuliprinveli2017@gmail.com და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს / ან მოგვწერეთ FACEBOOK (Sabudara / საბუდარა)გვერდზე.

გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ პოზიცია.

ტელ: 595 05 45 10 / 599 50 22 86



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |