www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომო გოგონა
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას პრომო გოგონას პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სასურველია გამოცდილება ღვინის სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** მომხმარებლის მოზიდვა;
** ​მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება/გაცნობა;
** პროდუქტთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** მომსახურების სანიმუშო მანერები;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პრომო გოგონა".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2020 წლის 09 თებერვლის ჩათვლით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |