www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: fabrica1900
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი კომპანია, "ფაბრიკა 1900" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების უფროსი მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანია გთავაზობთ დასაქმებას შემდგომი წინსვლის და განვითარების პერსპექტივით.

ადგილმდებარეობა: სოფ. ძეგვი (მცხეთასთან ახლოს);
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან. ფიქსირებული ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტების რეალიზაციის მიზნით კომპანიების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმართვა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ექსპორტის მიმართულებით);
** კომპანიის მომსახურების და პროდუქციის გაცნობა პოტენციური კლიენტებისთვის (პრეზენტაციის წარმოება);
** ახალი კლიენტების მოძიება/მოზიდვა და არსებულ კლიენტებთან შეხვედრების წარმოება;
** ხანგრძლივი და წარმატებული ურთიერთობის დამყარება/განვითარება კლიენტებთან;
** სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობის წარმოება;
** შეკვეთების მიღება-დამუშავება. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური საკითხების შესაბამის თანმშრომლებთან გადამისამართება;
** გაყიდვების ხარისხის კონტროლი;
** ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით (სრული/არასრული);
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ექსპორტზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** პრეზენტაციის წარდგენის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

თუ გსურთ შემოუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე ელ. მისამართზე: hr@fabrica1900.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კორპორატიული გაყიდვების უფროსი მენეჯერი.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ "ფაბრიკა 1900"-მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება "ფაბრიკა 1900"-ის ბაზაში 1 წლის ვადით.

"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |