www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი
მომწოდებელი: რითეილ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

შპს "რითეილ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსია შემდეგ პოზიციაზე: მარკეტინგული კომუნიკაციების (PR) მენეჯერი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია PR-ის, ბრენდინგის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან მონათესავე დარგის მიმართულებით.
** კომუნიკაციების/PR-ის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მედიასთან და სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საცალო ქსელში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პასუხისმგებლობები:

** ორგანიზაციის საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი - სამოქმედო გეგმის შემუშავება: აქტივობებით, არხებით, მესიჯებით, კალენდრითა და ბიუჯეტით.
** კომპანიის იმიჯის მართვა;
** მედიასთან ურთიერთობა;
** მედია მონიტორინგი და ბაზრის ტრენდების კვლევა;
** პროექტების/ღონისძიებების მენეჯმენტი;
** მესამე მხარეებთან (სარეკლამო/PR კომპანიები, ტელევიზიები და ა.შ) თანამშრომლობა;
** ​CSR-ის პროექტების დაგეგმვა და მართვა;
** კრიზისული პიარის მართვა;
** განხორციელებული აქტივობების შეფასება/ანალიზი;
** დოკუმენტაციის მართვა;
** საჭიროებისამებრ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის სხვა ამოცანების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** კრეატიული და სხარტი აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
** გამართული მეტყველების, წერისა და პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ქართულ ენაზე, შემდეგ ელფოსტით მისამართზე: hr@magniti.ge წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება:



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |