www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჩინურენოვანი კომუნიკაციის მენეჯერი
მომწოდებელი: მიმინო კავკასიაში
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

შემომყვანი ტურისტული სააგენტო "მიმინო კავკასიაში" ეძებს კანდიდატს ჩინურენოვანი კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე.

ტურისტული კომპანია მიმინო თრეველი" შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

ორგანიზაცია დგას ორგანიზაციული ზრდის პერსპექტივის წინაშე. გთავაზობთ ამ ეტაპზე არსებული ღია პოზიციის აღწერილობას:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პარტნიორი კომპანიების მოძიება ჩინეთში და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრების ჩანიშვნა და დაგეგმილ შეხვედრებზე კომპანიის წარმომადგენლობა;
** საზღვარგარეთ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია აზია-აფრიკის მიმართულებით, კონკრეტულად კი ჩინური ენა;
** პრიორიტეტულია მინიმუმ 0.6-1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტურიზმის ინდუსტრიაში;
** აუცილებელი ჩინური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტის დარწმუნების უნარი;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
** ინიციატივიანი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** საკომუნიკაციო ხარჯები - ულიმიტო;
** სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);
** პროფესიული ზრდა - პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგ კურსები, მოწვეულ ტრენერებთნ ერთად;
** სასიამოვნო და მეგობრული გუნდი და სამუშაო ატმოსფერო;

თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@miminotravel.com

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ უყოყმანოდ 591502429.

მადლობას გიხდით "მიმინო კავკასიაში" არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |