www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლ. სესხების მართვის რეგ. სპეციალისტი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მართვის რეგიონალური სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: წალენჯიხა
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 270 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 62 ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს. საჭიროებებზე მორგებული, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, "კრისტალი" ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. "კრისტალი" პირველი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება `B`/Stable მოიპოვა. 2018 წლის 13 დეკემბერს, "კრისტალი" საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა და "მელიორა 2018"-ის გრან-პრის მფლობელი გახდა. ასევე, "კრისტალი" პირველია იმ 5 კომპანიას შორის, რომელიც შეუერთდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs). დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ვებ გვერდს: http://ir.crystal.ge

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

** მსესხებლებთან და თავდებებთან მოლაპარაკებების წარმართვა კომპანიაში მიღებული ეთიკის ნორმების დაცვით;
** პორტფელის მართვა;
** მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის შეყვანა და მისი სათანადო გამოყენება;
** ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობის წინაშე.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის ან/და საკრედიტო მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ან გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "პრობლემური სესხების მართვის რეგიონალური სპეციალისტი - წალენჯიხა")

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |