www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორექტორი
მომწოდებელი: პოპმედია
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"POPmedia" - "პოპმედია" "ევროპაბეთის" შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქართულ ციფრულ მედიაბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და სამ ვებ პორტალს - popsport, popmusic და popx აერთიანებს.

"პოპმედია" მკითხველს უახლეს და გადამოწმებულ ინფორმაციას აწვდის სპორტის, მუსიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: popsport.ge / popmusic.ge / popx.ge

თუ გსურს, გახდე "ევროპაბეთის" საინფორმაციო-გასართობი პორტალის, https://popx.ge კორექტორი - ეს ვაკანსია შენთვისაა!

ძირითადი პასუხისმგებლობები: საიტზე განთავსებული მასალის რედაქტირება და კორექტირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ტექსტის კორექტირების გამოცდილება
** სამეცნიერო და ტექნიკური ტერმინოლოგიის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა
** ციფრულ მედიაში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო საათები: 11:00-19:00.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია სამოტივაციო წერილისა და თქვენ მიერ დაწერილი/დაკორექტირებული სტატიის/ტექსტის ნიმუშის გამოგზავნა.

დაინტერესებულმა პირებმა 31 იანვრამდე გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV, სამოტივაციო წერილი და სტატიის/ტექსტის ნიმუში ელექტრონულ მისამართზე: vacancy@europebet.com

წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კორექტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |