www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Kaya
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "Kaya"/"კაია" წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთადერთი საწარმო ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია თუნუქის ფურცლების ცივად ბეჭდვა და რელიეფური დამუშავება უახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე დანადგარების გამოყენებით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: დიდი ლილო, გ. ჩიკვაიძის ჩიხი 3
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 40 საათი
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების შედგენაში მონაწილეობა;
** საბუღალტრო ოპერაციების წარმოება (დამუშავება-გატარება) შესაბამის პროგრამაში;
** წარმოებული საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა, დადგენილი წესებით დოკუმენტირება, დაარქივება;
** დოკუმენტების სიზუსტის მონიტორინგი;
** ძირითადი საშუალებების, მათ შორის სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკა/ფინანსები);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (წარმოების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საბუღალტრო პროგრამაში (Info საწარმო) მუშაობის ცოდნა;
** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) მაღალ დონეზე ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.

დამატებითი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი:
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას, ბენეფიტებსა (ტრანსპორტირება, კვება) და კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2020 წლის 13 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@kaya.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |