www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Realtor.ge
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

კომპანია Realtor.ge აცხადებს ვაკანსიას რეალტორის თანამდებობაზე.

ჩვენს შესახებ:

Realtor.ge დაარსდა 2003 წელს და დაარსების დღიდან მოწინავეა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენი კვალიფიციური გუნდის წევრები მაქსიმალურად მოკლე დროში, უმაღლესი ხარისხით და პირველად საქართველოში, ევროპული სტანდარტების დაცვით ახორციელებენ ყველა იმ ოპერაციას, რომელიც უძრავ ქონებასთანაა დაკავშირებული.

ჩვენთან დაგხვდებიან ყველაზე გამოცდილი, მაღალკვალიფიციური და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები. ჩვენი კომპანია მზადაა 16 წლიანი გამოცდილება გაგიზიაროთ და გაქციოთ საუკეთესო და მაღალანაზღაურებად რეალტორად.

გსურთ მეგობრულ გარემოში მუშაობა? განვითარება თქვენთვის პრიორიტეტია? გაქვთ ამბიცია, რომ საუკეთესო გახდეთ და გქონდეთ მაღალი შემოსავალი?

მაშინ ეს ვაკანსია სწრორედ თქვენთვისაა, დაგვიკავშირდით, ერთად ყველაფერს შევძლებთ!

ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად აუცილებელია ფლობდეთ ინგლისურ და რუსულ ენებს სასაუბრო დონეზე, ასევე მშობლიური (ქართული) ენის წერის გამართულ უნარს;

კანდიდატი განიხილება მხოლოდ უცხო ენების ცოდნისა და სამოტივაციო წერილის ქონის შემთხვევაში.

მოვალეობები:

** ქალაქის ცენტრალურ უბნებში: ვაკე-საბურთალო-ძველ თბილისი (მთაწმინდა, ვერა, სოლოლაკი) არსებული უძრავი ქონების პორტფოლიოს შექმნა/მონიტორინგი;
** მაღალბიუჯეტიან სეგმენტზე მუშაობა;
** უძრავი ქონების მფლობელებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პოტენციურ უცხოენოვან კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება.

თქვენ გელოდებათ:

** დადებითი, კომფორტული სამუშაო გარემო;
** მაღალი ანაზღაურება;
** პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** ნებისმიერი თქვენს მიერ წარმოთქმული საინტერესო ინიციატივის გათვალისწინება;
** უცხოელ და ქართველ კლიენტებთან მუდმივი მუშაობის შესაძლებლობა.

შერჩეული კანდიდატი რეალტორის პროფესიას შეისწავლის სტაჟირების პერიოდში, უზრუნველყოფილი იქნება საკომუნიკაციო და გზის ხარჯებით.

კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00/19:00, შაბათი 11:00/16:00.

რეალტორის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

** რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@makler.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.makler.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |