www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო დავების განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სარჩელების მომზადება და სასამართლო დავებზე კომპანიის წარმომადგენლობის უზუნველყოფა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში;
** კომპანიაში შემოსული განცხადებების, საჩივრებისა და კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების მომზადება (შესაგებლების და სამართლებრივი პოზიციების სასამართლოსთვის წარდგენა). კორესპონდენციაზე პასუხების მომზადება, დავების განხილვაში მონაწილეობის მიღება;
** დეპარტამენტის და განყოფილების უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება; მაგისტრის აკადემიური ხარისხი - სასურველია;
** იურისტის პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საადვოკატო საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით;
** უცხო ენების ცოდნა - სასურველია;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00სთ-18:00სთ;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ანაზღაურება: 1, 620 ლარი (ხელზე).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge; წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "Legal-Major Specialist".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |