www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტომობილის შემფასებელი
მომწოდებელი: ჯი-თი მოტორსი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 11 მარტი

შპს "ჯი-თი მოტორს" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილის შემფასებლის პოზიციაზე.

კომპანია "ჯი-თი მოტორს"-ი წარმოადგენს საავტომობილო ბრენდების - Land Rover, Ford, Suzuki, Jaguar ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #143
სამუშაო განაკვეთი: სრული (დასვენების დღე კვირა).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაამყაროს მომხმარებელთან ხანგრძლივი და ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებლს მოემსახუროს სწრაფად და დროულად კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** ავტომობილის ტექნიკური და ვიზუალური მახასიათებლების შესახებ ინფორმაციას ფლობდეს მაღალ დონეზე, რათა მომხმარებელს აუხსნას პრობლემის არსი;
** დეტალურად შეამოწმოს (ვიზუალური დათვალიერება, დასურათება დაზიანებული ავტომობილის) სამღებრო-სათუნუქე სამუშაოების დაწყებამდე;
** აფიქსირებს საჭირო ჩასატარებელ სამღებრო-სათუნუქე სამუშაოებს;
** მომხმარებლს შიდა პროგრამულ სისტემაში (DMS) არეგისტრირებს და აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას სრულად (ივოისის გახსნა, შესასრულებელი სამუშაოების მითითება და სამუშაოების დასრულების შემდეგ, ინვოისის დახურვა);
** აწარმოებს ყველა საჭირო დოკუმენტს სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობისთვის (საბუთის/ინვოისის შედგენა ყველა ჩასატარებელი სამუშაოს კალკულაციის მითითებით);
** განსაზღვრავს დამატებითი მომსახურეობების საჭიროებას (სათადარიგო ნაწილები, აქსესუარები, შეკეთების საფასური, ნაწილების შეკვეთს საჭიროების განსაზღვრა და ა.შ.) და ამცნობს ამის შესახებ მომხმარებლს/დაზღვევას;
** მომხმარებლისთვის/სადაზღვევო კომპანიებისთვის განსაზღვრავს სამუშაობებისთვის საჭირო დროს, ინფორმაციას აწვდის ფასების შესახებ და გეგმავს შემდგომ სამუშაოებს;
** ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და მომხმარებლის/დაზღვევის ინფორმირება;
** უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის/დაზღვევისთვის გაწეული მომსახურების შესაბამისი თანხის გადახდის კონტროლს;
** ნაწილების და აქსესუარების ლოჯისტიკური პროცესების ზედამხედველობა და მართვა (შეკვეთა, დარეზერვება, მომხმარებლის ინფორმირება და ა.შ.);
** კომპანიაში მიმდინარე აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება (როგორც სატელეფონო, ისე ელექტრონული ფოსტით);
** არსებული მომსახურეობის მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი (ბაზრის კვლევა, მოთხოვნადი სათადარიგო ნაწილებისა ად აქსესუარების ანალიზი, ფასების სტატისტიკა და ა.შ.);
** სამღებრო-სათუნუქე საამქროს მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის და ვადების კონტროლი;
** იცავს კომპანიის შესაბამის სტანდარტებს (დრეს-კოდი და მომსახურების სტანდარტი);
** ორიენტირებულია პროფესიული ცოდნის მუდმივად გაღრმავებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მონაწილეობს კომპანიის სტანდარტიზირებულ განვითარების პროგრამაში;
** სამუშაოების დასრულების შემდგომ, დაზიანებული/შეცვლილი დეტალების უტილიზაციის პროცესის მართვა და კონტროლი;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
** MS Office პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;
** ავტომობილის საერთო მოწყობილობის კარგად ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა სავალდებულოა;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე vacancy@gtmotors.ge და საგნის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |