www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: თანამშრომელთა კმაყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

კომპანია "თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას თანამშრომელთა კმაყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის 2
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომლების მუდმივი ინფორმირება კომპანიაში მიმდინარე პროცესების, დაგეგმილი პროექტების და სიახლეების შესახებ, ინფორმაციის სხვადასხვა არხებით მიწოდების უზრუნველყოფა;
** ახალი თანამშრომლის კომპანიაში დახვედრის და წარმატებული ადაპტაციის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა სტაჟირების პროცესის დაკვირვება და შესაბამისი რეკომენდაციების დამუშავება/გაცემა;
** სოციალური მედიის გამოყენება თანამშრომელთა შიდა კომუნიკაციისთვის;
** პრეზენტაციების ჩატარება სხვადასხვა ღონისძიებებისას (ახალი თანამშრომლების მიღებისას, კორპორატიული წვეულებებისას და ა.შ.);
** თანამშრომელთან არამატერიალური მოტივაციის სტრატეგიის შემუშავება, დანერგვაში ჩართულობა;
** Team building აქტივობების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა ჩართულობის კვლევების დაგეგმვაში ჩართულობა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება რაც თანამშრომლთა განვითარებას, სწავლებას და კმაყოფილებას უკავშირდება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** მინ. 2 წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; (B2)
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** კარგი ინტერპერსონალური უნარები;
** ციფრული ტექნოლოგიების და სოციალური მედიის მართვის უნარები და გამოცდილება;
** კრეატიულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 5 მარტის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |