www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 27 თებერვალი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: ინტერიერის დიზაინერი

ადგილმდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, სამზარეულოს ავეჯის შერჩევის მიზნით (საჭიროების შემთხვევაში ინგლისურ და რუსულ ენაზე)
** სამზარეულოს დიზაინის შექმნა და დაპროექტება
** ტექნიკური ნახაზის მომზადება
** შერჩეული დიზაინისთვის შესაბამის მასალაზე კონსულტაცია, რეკომენდაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრი/ბოლო კურსის სტუდენტი არქიტექტურის ან დიზაინის მიმართულებით
** მსგავს ან/და გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სასაუბრო დონეზე ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ბრენდის მთავარი მახასიათებლების ამოცნობის და მისი დიზაინში ინტეგრირების უნარი
** დროის მართვის უნარი
** სამუშაოს ორგანიზების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

კონკურსის ფორმა: გასაუბრება, დავალება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |