www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის მართვისა და მომსახურების მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / განცხადების ვადა: 27 თებერვალი

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ხარისხის მართვისა და მომსახურების მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო პროცესის ხარისხის კვლევისთვის საჭირო ინსტრუმენტების შექმნა;
** ხარისხის კონტროლისთვის სტანდარტების შემუშავება და მათი მონიტორინგი;
** კვლევების/გამოკითხვების უზრუნველყოფა, დამუშავება, შეფასება და შესაბამისი დოკუმენტის შექმნა;
** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ორგანიზება;
** შეფასებების შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის და გაუმჯობესების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება ბაკალავრის ხარისხი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება აღნიშნულ სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატს;
** კარგი ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის კარგ დონეზე ფლობა;
** სტატისტიკური სამუშაოების შესრულების უნარი (სასურველია გამოცდილებაც);
** ISSO 9001 სერთიფიკატი (სასურველია).

პიროვნული მახასიათებლები:

** კარგი კომუნიკაციური და ორგანიზატორული უნარები;
** მაღალ სამუშაო ტემპში და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** არაკონფლიქტურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ხარისხის მართვისა და მომსახურების მონიტორინგის სპეციალისტი (ლათინური შრიფტით).

განაცხადები მიიღება 2020 წლის 27 თებერვლამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |