www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტო გასამართი სადგურის ჩამსხმელი ოპერატორი
მომწოდებელი: რომპეტროლ საქართველო
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

"რომპეტროლის" ოჯახი, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, გეძებთ თქვენ:

** თუ ეძებ სამსახურს, ან გინდა შეუსაბამო უკვე არსებულს, ჩვენი გრაფიკი დაგეხმარება ამაში.
** გამოიმუშავე საშუალოდ 600 ლარამდე, შენს სახლთან ახლოს;

პოზიცია: ავტო გასამართი სადგურის ჩამსხმელი ოპერატორი

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: თვეში 7 ან 8 ცვლას
** 8 ცვლის ზევით, დამატებითი ნამუშევრის გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას
** სახელმწიფო დასვენების დღეებში ნამუშევარი დღის ორმაგ ანაზღაურებას
** სავალდებულო სახელმწიფო საპენსიო შენატანის თანამშრომლის წილის გადახდას
** თუ სტუდენტი ხარ, ცვლების განაწილებაში ხელშეწყობას
** თქვენზე მაქსიმალურად მორგებულ ადგილმდებარეობას
** კარიერის განვითარების რეალურ შესაძლებლობას.

რისი გაკეთება მოგიწევთ:

** მომხმარებლის ავტომობილის შესაბამისი საწვავით გამართვა;
** მიღებული მომსახურების ღირებულების გატარება - სალარო თუ საბანკო ტრანზაქციის მეშვეობით;
** მიმდინარე სიახლეების მომხმარებლებისათვის გაცნობა.

სამუშაო ადგილის მისაღებად:

დაგვირეკეთ ტელეფონზე 595 909 773, ან მოგვწერეთ SMS და თავად დაგიკავშირდებით.

ან, ნებისმიერ სამუშაო დღეს, 10:00-იდან 13:00 საათამდე მოდით სათავო, ოფისში: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. 12, ბიზნეს ცენტრის IV სართული.

არ გამოტოვო შანსი, დაიწყო კარიერა ჩვენთან და გახდე "რომპეტროლ საქართველოს" დიდი, საერთაშორისო ოჯახის წევრი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |