www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ინვეტი
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 6 აპრილი

ვეტერინარული კომპანია "ინვეტი" აცხადებს ვაკანსია დისტრიბუტორის პოზიციაზე.

შპს "ინვეტი" საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 18 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. "ინვეტი"-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა. ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 7 ფილიალს საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა (კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი ტრანსპორტით სამუშაო ადგილამდე მიყვანას)
კვება: კვება კომპანიის ხარჯზე

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი მარშრუტებით და პერიოდულობით დილერებთან მისვლა და დაკვეთების შესაბამისი პროდუქტების დატოვება მათთვის;
** დილერების საჭიროების მიხედვით ბორტზე არსებული პროდუქტების შეთავაზება;
** პერიოდულად პროდუქტების მახასიათებლების გაცნობა და შესწავლა;
** თითოეული დილერის საჭიროებაზე დაკვირვება და შესაბამისი პროდუქტებით ბორტის დატვირთვა;
** გაყიდვების გეგმების მართვა და ჩამორჩენებზე დროულად რეაგირების გზების დასახვა;
** გაყიდვების ზრდის ხელმძღვანელთან იდეების და წინადადებების დაყენება გაყიდვების ზრდის მიზნით;
** დადგენილი მარშრუტების გაუმჯობესებაზე იდეების და წინადადებების დაყენება უშუალო ხელმძღვანელთან;
** ნავაჭრი თანხის ინკასაცია; (ბანკში შეტანა კომპანიის ანგარიშზე)
** მიღებული და გაცემული საქონლის გადამოწმება სასაქონლო ზედნადებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა სასურველია.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** სწორი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დატვირთულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

"ინვეტი" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე: hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2020 წლის 06 აპრილისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |