www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობაზე
მომწოდებელი: დევეპლიუსი
თანდართული ფაილი: 61514_deveplus_tender_plots_9761782.zip
გამოქვეყნდა: 6 მარტი / განცხადების ვადა: 25 მაისი

განაცხადების მოთხოვნა ხილისა და ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის შესახებ #001

შპს "დევეპლიუსი", პროექტი "Zrda"-ს ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ბოსტნეულის, კენკრის და ხილის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის მიზნით "Zrda" პროექტის სამიზნე თემებში (იხ.დანართი 2). კონკურსის საფუძველზე შეირჩევა ფერმერები ზრდა პროექტის სამიზნე თემებიდან, რომლებიც დაინტერესებული არიან მოაწყონ 0.1 - 1.0-ჰექტრამდე ხეხილოვანი, კენკროვანი და ბოსტნეული (გარდა კარტოფილისა) კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც წარმოდგენილი იქნება წარმოების ინტენსიური ტექნოლოგიები: ჩითილის წარმოება, ირიგაციის და ფერტიგაციის თანამედროვე სისტემები, მავნებლების მართვის ინტეგრირებული მეთოდები, სარეველების კონტროლი და სხვა. შესაძლებელია, ფერმერმა მოაწყოს 1 ჰა-ზე მეტი ფართის სადემონსტრაციო ნაკვეთი სურვილისამებრ. ასეთ შემთხვევაში, პროექტი თანამონაწილეობას გაწევს მხოლოდ 1 ჰა-ზე.

თანამონაწილეობის პრინციპით დააფინანდება წვეთოვანიო სარწყავი სისტემების, ფერტიგაციის სისტემების, საჩითილე კასეტების, მულჩის ფირის, საჩრდილობელი ბადის, საყრდენი სისტემების ღირებულების არაუმეტეს 70% (მაქსიმალური დაფინანსება არაუმეტეს 6000 ლარი), შესაბამისად ბენეფიციარის ფულადი თანამონაწილეობამ უნდა შეადგინოს მოთხოვნილი მასალების ღირებულების არანაკლებ 30%.

გარდა ზემოთ აღნიშნული მიმართულებების, ასევე სუბსიდირება მოხდება საკონსულტაციო მომსახურების პაკეტის, რაც გულისხმობს ფერმერთან 4 ვიზიტს საწარმოო წლის განმავლობაში და კონსულტაციების გაწევას ადგილზე აგროკომის სპეციალისტების მხრიდან; ფერმერებისთვის, რომლებიც მოცემულ სუბსიდიაში პირველად იღებენ მონაწილეობას მოხდება მომსახურების პაკეტის საფასურიდან, რომელიც შეადგენს 350 ლარს 250 ლარის სუბსიდირებას.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სამიზნე თემებში მცხოვრებ ფერმერებს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან როგორც გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებად ან ინდივიდუალურ მეწარმეებად, და რომლებსაც აქვთ სურვილი თანამონაწილეობის პრინციპით მოაწყონ ბოსტნეულის სადემონსტრაციო მეურნეობა. ფერმერის მხრიდან თანამონაწილეობა გულისხმობს როგორც შრომით თანამონაწილეობას, ასევე ფულად თანამონაწილეობას ზემოთ აღნიშნული სუბსიდირების სქემების ფერმერის წილის დაფინანსებისათვის და იმ ყველა სხვა ხარჯების დასაფარად, რაც საჭირო იქნება პროდუქციის წარმოებისათვის.

კონკურსთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 2020 წლის 15 აპრილს 14:00 სთ-ზე შპს "დევეპლიუსი"-ს მექანიზაციის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში. მის: ბოლნისი, სოფ. რაჭისუბანი.

მოთხოვნა საგრანტო განაცხადზე მოიცავს შემდეგ დანართებს:

დანართი 1) საგრანტო განაცხადი
დანართი 2) პროექტის სამიზნე თემების ჩამონათვალი

ა. კონკურსის მიზანი

ხელი შუწყოს სამიზნე თემებში ხილის და ბოსტნეულის წარმოებას, თანამედროვე ინტენსიური ტექნოლოგიისა და თანამედროვე საწარმოო ხერხების გამოყენებით. აღნიშნული ინიციატივა მისცემს ფერმერებს შესაძლებლობას გაზარდონ თავიანთი წარმოება და შემოსავლები.

ბ. კონკურსის აღწერილობა

აღნიშნული კონკურსის მიზანია ხელი შეეწყოს ზრდა პროექტის სამიზნე თემებში არსებულ ფერმერულ მეურნეობებს ხილისა და ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობაში. პროექტი აპირებს შერჩეულ ბენეფიციარებს გადასცეს ზემოთაღნიშნული სუბსიდირების სქემით გათვალისწინებული მასალები.

კონკურსში შერჩეული ფერმერების პასუხისმგებლობა:

** გამოყოს არანაკლებ 0.1-დან - 1.0-მდე ჰექტარი მიწის ნაკვეთი სადემონსტრაციო ნაკვეთის მოსაწყობად, ჰქონდეს ხელმისაწვდომობა სარწყავ წყალთან და საგზაო ინფრასტრუქტურასთან;
** საჭიროების შემთხვევაში, მოამზადოს მიწის ნაკვეთზე სათანადო სადრენაჟო სისტემა;
** შეისყიდოს სერთიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალა;
** მოახდინოს სუბსიდირების სქემის მიხედვით გათვალისწინებული თანამონაწილეობის დაფარვა;
** შეისყიდოს საჭირო პესტიციდები, სასუქები;
** დაფაროს წარმოებასთან ასოცირებული ყველა სხვა საწარმოო ხარჯი, რომელიც არ არის ასახული წარმოდგენილ პროექტში;
** უზრუნველყოს სადემონსტრაციო ნაკვეთზე პროექტის მოწვეული ექსპერტების მიერ ფერმერებისათვის ტრენინგების და კონსულტაციების ჩატარების შესაძლებლობა.

გ. შეფასების კრიტერიუმები

განაცხადების შეფასება და ფერმერების შერჩევა მოხდება დადგენილი კრიტერიუმების, ფერმერთან გასაუბრების და ფერმერის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შემდეგ:

შეფასების კრიტერიუმები:

შეფასების კატეგორია - შეფასება:

1. ტექნიკური მიდგომა - 20
სარწყავი წყლის, ელ-ენერგიასა და საგზაო ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა - 20

2. დასაქმება - 10
ბენეფიციართა/დასაქმებულთა სავარაუდო რაოდენობა - 10

3. ხარჯების ეფექტურობა - 40
ფერმერის თანამონაწილეობა - 40

4. გამოცდილება - 30
გამოცდილება სოფლის მეურნეობაში - 30

სულ - 100.

დ. ინსტრუქციები განმცხადებლებისათვის

განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს არა უგვიანეს 2020 წლის 25 მაისისა (17:00 საათი), შპს "დევეპლიუსი"-ს ოფისში: მის.: ბოლნისი, ორბელიანის ქუჩა 110, ან გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: devepliusi@gmail.com

განაცხადთან ერთად ფერმერმა უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი და მიწის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან მიწის პასპორტი ან გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულება).

გთხოვთ საგრანტო განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე დაუკავშირდეთ აგროკომს გრანტების ჯგუფს ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: devepliusi@gmail.com

შპს "დევეპლიუსი"ს სპეციალისტები განმცხადებლებს დახმარებას გაუწევს განაცხადის წარდგენის პროცედურების გარკვევაში, ასევე საგრანტო განაცხადის მომზადებაში, განმცხადებელთა თხოვნის შემთხვევაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |