www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მშენებლობის უფროსი, მშენებლობის ოსტატი
მომწოდებელი: აზიმუტი
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 9 აპრილი

სამშენებლო კომპანია შპს "აზიმუტი" აცხადებს ვაკანსიებს მშენებლობის უფროსისა და მშენებლობის ოსტატის თანამდებობებზე, მაღალი ანაზღაურებით.

აღნიშნულ თანამდებობებზე მომუშავე პირებმა უნდა იცოდნენ:

** პროექტების შემუშავება, მათი და დოკუმენტების გაფორმების თანმიმდევრობა;
** განსახორციელებელი პროექტი და მისი ხარჯთაღრიცხვა;
** საზოგადოების სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ანალიზის მეთოდები;
** ეკონომიკა, შრომის ორგანიზაცია და მართვა;
** მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მოვალეობანი და მათი მუშაობის რეჟიმი;
** მშენებლობაზე გარემოს, უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები და მათი დაცვა;
** სამშენებლო სამართალი;
** შრომითი კანონმდებლობა;
** უცხო ენებიდან - რუსული ან ინგლისური;
** სპეციალური უმაღლესი განათლება და შრომითი საქმიანობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;

მოვალეობები:

** სრულყოფილი საპროექტო და სხვა სამშენებლო დოკუმენტაციის მიღება, შსწავლა და დანიშნულებისამებრ განაწილება;
** სამშენებლო ობიექტის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებით უზრუნველყოფა;
** სამშენებლო ობიექტის უზრუნველყოფა აუცილებელი მატერიალური რესურსებით და მათი ოპტიმალური გამოყენება.
** ობიექტის უზრუნველყოფა, ოპტიმალური და დამტკიცებული სამუშაო გრაფიკისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, გარემოს, უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვით, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ხარისხიანად შესრულება და მათი კონტროლი;
** სამშენებლო მასალების მომწოდებელთა მუდმივი კონტროლი და მოწოდებული მასალების ხარისხის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების ზუსტი აღრიცხვა, შესაბამისი აქტების გაფორმება და შემკვეთზე დროულად წარდგენა;

აღნიშნულ ვაკანსიაზე CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: azimuti2012@gmail.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ რომელ ვაკანსიაზე აგზავნით თქვენს CV-ს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |