www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლიენტთა მომსახურების ოპერატორი
მომწოდებელი: სითი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

სალიზინგო კომპანია "სითი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

"სითი ლიზინგი" ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს და წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ტერიტორია: თბილისი, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ოფისი.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 800 (რვაასი) ლარი + ბონუსი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური/ფინანსური განათლება;
** სასურველია კონკურსანტი იყოს ACCA-ს მინიმუმ პირველი ეტაპის კურსდამთავრებული;
** უპირატესობა მიენიჭება საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** სხარტი აზროვნების უნარი.
** კარგი კომუნიკაციის და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** მონაწილეობა ლიზინგის ხელშეკრულებების მომზადების პროცესში;
** მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის შეტანა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@cityleasing.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ "კლიენტთა მომსახურების ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |