www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: C#/.NET დეველოპერი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 17 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

 


Employer:

შპს ავერსი-ფარმა
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას C#/.NET დეველოპერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შიდა პროექტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება/განვითარება.
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და განვითარება;
** არსებული პროგრამების გაუმჯობესება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** C# პროგრამირების ენის ცოდნა;
** ASP.NET MVC, WindowsForms, WPF, Web API-სთან მუშაობის გამოცდილება;
** MS SQL-ის მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკურ-პროფესიული).

შენიშვნა: მიიღებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.

სხვა მოთხოვნები:

** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდურობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

სამუშაო პირობები

** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე;
** ანაზღაურება: კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aversi.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "C#/.NET Developer"

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 31.03.2020.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |