www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის ოპერატორი - დროებითი
მომწოდებელი: დასტა რექორდს მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 24 მარტი / განცხადების ვადა: 24 აპრილი

სს "დასტა რექორდს მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის ოპერატორის დროებით პოზიციაზე ქ. თბილისში, ისანი სამგორის რაიონში (კაიროს ქ.)

"დასტა რექორდს მენეჯმენტი" ("დასტა") არის არქივის აუთსორსინგის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საარქივო მომსახურებას, ელექტრონული ჩანაწერების მენეჯმენტს და დოკუმენტაციის უსაფრთხო განადგურებას. კომპანია დაარსდა 2014 წელს ქართველი, ამერიკელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ.

სამუშაოს აღწერა:

** უზრუნველყოფს ოფისის და საწყობის დაცვას კომპანიაში არსებული პოლიტიკისა და პროცედურის მიხედვით
** უზრუნველყოფს ვიზიტორების აღრიცხვას და კონტროლს შენობაში გადაადგილების დროს
** ახორციელებს ოფისის სიგნალიზაციაზე აყვანა/მოხსნას
** კომპეტენციის ფარგლებში უკავშირდება შესაბამის სამსახურს (მაგალითად: პატრული, სახანძრო და ა.შ.) დროული რეაგირებისთვის
** უზრუნველყოფს თანამშრომლების და ვიზიტორების უსაფრთხოებას
** საგანგებო სიტუაციის დროს პასუხისმგებელ პირს ეხმარება თანამშრომელთა ევაკუაციაში
** ახორციელებს რეპორტინგს დადგენილი წესის მიხედვით
** ასრულებს სხვა მოვალეობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია დაცვა-უსაფრთხოების სფეროში თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება
** საშუალო განათლება
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა
** სასურველია საოფისე პროგრამების - Microsoft Office (Word, Excel, Outlook) - ცოდნა საბაზისო დონეზე.

"დასტა" გთავაზობთ:

** საერთაშორისო გუნდთან თანამშრომლობის საშუალებას
** მხიარულ და დინამიურ სამუშაო გარემოს
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია და ატვირთოთ CV შემდეგ მისამართზე: drm.ge/ვაკანსიები/ 2020 წლის 24 აპრილამდე. გთხოვთ, აირჩიოთ ვაკანსიის დასახელება - "დაცვის ოპერატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |