www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: .NET დეველოპერი
მომწოდებელი: ფეი უნიქარდი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

საგადახდო სისტემა "ფეი უნიქარდი" აცხადებს ვაკანსიას .NET დეველოპერის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** PayUnicard სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და არსებული პროგრამული უზრუნველყოფების მხარდაჭერა. .Net ტექნოლოგიების გამოყენებით (ASP.Net MVC (Core), ASP.Net Web API, Entity Framework (Core), WCF);
** პროგრამული ხარვეზების, პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
** რელაციურ ბაზებთან მუშაობა;
** სორს კონტროლის სისტემებთან მუშაობა (Git, Bitbucket).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ვებ დეველოპმენტში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება - C#, ASP.NET, ASP.NET MVC, .Net Core, Microsoft Web API, JavaScript, jQuery, HTML, CSS; ტექნოლოგიებთან;
** ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (SOAP, REST);
** 2 წლიანი გამოცდილება მონაცემთა ბაზებთან MS SQL, PL SQL-ის გამოყენებით;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ თქვენი რეზიუმე (cv) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@unicard.ge. "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ".NET დეველოპერი".

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.payunicard.ge

გისურვებთ წარმატებას!

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფეი უნიქარდისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტში მოცემული მონაცემებით (შემდგომშ "კანდიდატის პერსონალური მონეცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ფეი უნიქარდმა" შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: ტელეფონის ნომერზე: (+995) 32 2 555-222.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს ფეი უნიქარდისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაეცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს ფეი უნიქარდში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს "ფეი უნიქარდში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |