www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 21 ივნისი

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" წარმოადგენს "KTW ჯგუფი"-ს წევრ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ალკოჰოლური და საკონსერვო პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოში.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსური სისტემა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი
აუცილებელია საკუთარი ავტომობილი და B კატეგორიის მართვის უფლება.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი.
** კლიენტების მოძიება და მათთან კომერციული ურთიერთობის აწყობა.
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება.
** პარტნიორი ობიექტების რაოდენობის გაზრდაზე ზრუნვა.
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი.
** გაყიდვების გეგმის შემუშავება და მართვა.
** რეალიზაციის გაზრდაზე ზრუნვა.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, მითითებების და რეკომენდაციების გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით.
** სასურველია სუპერვაიზერის ან გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია ალკოჰოლური და საკონსერვო პროდუქტების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი.
** დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი.
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა.
** სხარტი აზროვნება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: hr@oldkakheti.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სუპერვაიზერი".

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |