www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Qarva
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

ინოვაციების კომპანია "Qarva" ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
"Qarva"-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.

კომპანიის კონკურენტული უპირატესობა ასევე თვალსაჩინოა საერთაშორისო ბაზარზე. იგი ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოს მთავარ სატელევიზიო გამოფენებში. 2017 წელს ლონდონში "Qarva"-ს პროდუქტი, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB - Digital Video Broadcasting)-ის წევრი. DVB - ევროპული ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ვიდეოს გადაცემის სტანდარტს მთელს ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. DVB-ის მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ყავს.

"Qarva" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ფუნქციები:

** არსებული ინფრასტრუქტურის ტექნიკური მეთვალყურეობა
** მიმდინარე პრობლემების ან/და ამოცანების გადაჭრა
** საჭიროების შემთხვევაში ქსელური სისტემის რეკონფიგურირება
** ქსელური მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება
** სისტემის სამომავლო განვითარების პროექტების შემუშავება
** ​საქსელო ნაწილში პროექტის ფარგლებში ბიუჯეტის შედგენა
** ქსელური ინფრასტრუქტურის დაკაბელება

ამ პოზიციაზე დაგჭირდებათ:

** CISCO-ს სვიჩებთან და FIREWALL-ებთან მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** Linux-ის ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
** გამოცდილება ქსელური ინფრასტრუქტურის დაკაბელებაში

სასურველია:

** CCNA სერტიფიკატის ფლობა (პრიორიტეტულია უფრო მაღალი ხარისხის სერტიფიკატი)
** ქსელური ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, გობრონიძის 12
ანაზღაურება: შეთანხმებით

ბენეფიტები:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** კომფორტული, მეგობრული გარემო
** კარგი სადაზღვევო პაკეტი, ყოველდღიური ლანჩი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: HR@qarva.com

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |