www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვებ პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: უნიფეი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

კომპანია "უნიფეი" აცხადებს ვაკანსიას ვებ პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

"უნიფეი" ეძებს პროექტების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება კომპანიის დეველოპმენტის გუნდს და მონაწილეობას მიიღებს პროგრამული პროექტების დაგეგმვაში, მართვასა და განხორციელებაში.

კომპანიის შესახებ

"უნიფეი" - ელექტრონული საფულე. "უნიფეი" მომხმარებელს აძლევს საშუალებას სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ გააგზავნოს, გადაიხადოს და მიიღოს თანხა ინტერნეტში. პროექტის შესახებ გაეცანით ვებ გვერდს - www.unipay.com

მოვალეობები:

** პროექტის ტექნიკური დავალების დაწერა,
** პროექტის დეტალების Wireframing მოდელით დამუშავება,
** პროექტის შესრულებული ფუნქციონალის გადამოწმება და მონიტორინგი.
** დეველოპერების ჯგუფისთვის ამოცანების და დავალებების განსაზღვრა/მონიტორინგი
** პროექტის მონიტორინგი და დათქმულ ვადებში დავალებების მიღება.
** ​არა-ტექნიკური პირების მიერ დასმული ამოცანების ტექნიკური ჯგუფისთვის მისაღებ ფორმატში კონვერტაცია.
** პროექტის დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა.
** პროექტის სხვადასხვა ეტაპზე შუალედური შედეგების განხილვა და ანგარიშის მომზადება.

სავალდებულო კვალიფიკაცია:

** აუცილებელია ვებ პროექტების მართვასა და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
** ფინანსურ ტექნოლოგიებთან ურთიერთობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პროექტების მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა;
** Project Management სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (asana, AC, jira )
** ​UX-ის და UI-ის პრინციპების და სტანდარტების ცოდნა.
** ვებსაიტების აგებულების პრინციპების, სხვადასხვა server-side და client-side ტექნოლოგიების არსის ცოდნა.
** გამართულად ინგლისურის და რუსულის ფლობა.

დამატებითი ინფორმაცია:

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@unipay.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |