www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტო გასამართი სადგურის ჩამსხმელი ოპერატორი
მომწოდებელი: რომპეტროლ საქართველო
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

"რომპეტროლის" ოჯახი, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, გეძებთ თქვენ:

თუ ეძებ სამსახურს, ან გინდა შეუსაბამო უკვე არსებულს, ჩვენი გრაფიკი დაგეხმარება ამაში.

გამოიმუშავე საშუალოდ 600 ლარამდე, შენს სახლთან ახლოს;

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: თვეში 7, ან 8 სტანდარტულ ცვლას
** 8 ცვლის ზევით, დამატებითი ნამუშევრის გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას
** სახელმწიფო დასვენების დღეებში ნამუშევარი დღის ორმაგ ანაზღაურებას
** კვარტალურ ბონუსებს
** სავალდებულო სახელმწიფო საპენსიო შენატანის თანამშრომლის წილის გადახდას
** თუ სტუდენტი ხარ, ცვლების განაწილებაში ხელშეწყობას
** თქვენზე მაქსიმალურად მორგებულ ადგილმდებარეობას
** კარიერის განვითარების რეალურ შესაძლებლობას
** დაცულ სამუშაო გარემოს, ვირუსისაგან პირადი დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას.

რისი გაკეთება მოგიწევთ:

** მომხმარებლის ავტომობილის შესაბამისი საწვავით გამართვა;
** მიღებული მომსახურების ღირებულების გატარება - სალარო, თუ საბანკო ტრანზაქციის მეშვეობით;
** მიმდინარე სიახლეების მომხმარებლებისათვის გაცნობა.

სამუშაო ადგილის მისაღებად:

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ან უბრალოდ მოგვწერეთ ელფოსტაზე Vacancy.rpg@rompetrol.com თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით. წერილში აუცილებლად მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ქალაქი.

თუ ელფოსტაზე წვდომა არ გაქვთ, 11:00-იდან 13:00 საათამდე დაგვირეკეთ ტელეფონზე 595 909 773, ან მოგვწერე SMS და თავად დაგიკავშირდებით.

არ გამოტოვო შანსი, დაიწყო კარიერა ჩვენთან და გახდე რომპეტროლ საქართველოს დიდი, საერთაშორისო ოჯახის წევრი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |