www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თი დი ჯი კონსალტინგი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

კომპანია "თი.დი.ჯი. კონსალტინგი" არის ვებ-დეველოპერული კომპანია. საქმიანობის ძირითადი მიმართულებას წარმოადგენს კონტაქტ-ცენტრების და CRM სისტემების შექმნა.

ჩვენი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ინტერვიუს ჩატარება და ბიზნეს პროცესების ანალიზი;
** ოპტიმიზიაციის მიზნით ცვლილებების არეალის განსაზღვრა და დამკვეთისთვის/პოტენციური დამკვეთისთვის პერსონალური შეთავაზების ფორმიებაში მონაწილეობის მიღება;
** ტექნიკური დავალებისთვის მოთხოვნების შეგროვება და ანალიზი, შესწავლილი და ოპტიმიზებული პროცესის პროგრამულ კონტექსტში გადატანა და შესაბამისი ფუნქციონალური აღწერის დოკუმენტის შექმნა და დამკვეთებთან შეთანხმება;
** ახალი სისტემებისათვის მოკაპების შექმნა;
** პროექტის მართვა და მიმდინარეობის მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** Figma/Adobe XD ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციების ან დაკავშირებულ სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მდგრადობა სტრესული სიტუაციების მიმართ;
** ანალიტიკური აზროვნება.

სამუშაო პირობები:

** სრული ან მოქნილი გრაფიკი;
** ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელფოსტაზე: vacancy@tdgroup.ge. "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |