www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 3D დიზაინერი
მომწოდებელი: სექტორი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / განცხადების ვადა: 17 ივლისი

დეველოპერული კომპანია "სექტორი" ორიენტირებულია სივრცით განვითარებაზე, რაც მოიცავს თანამედროვე სტანდარტებზე დაყრდნობილ ხარისხს, ეკოლოგიას, კომფორტს, უსაფრთხოებას. კომპანია წარმოადგენს 100%-ით ქართულ კაპიტალს.

კომპანიის მთავარი პრინციპებია:

** საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა
** ნდობა
** ხარისხი
** პროექტების სწრაფი განხორციელება

დეტალური ინფორმაციისთვის:

https://www.facebook.com/pg/geosectors/about/
http://www.sc.ge/

"სექტორი" აცხადებს ვაკანსიას 3D დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის შექმნა;
** განსაზღვრულ ვადებში გეგმის შესრულება;
** ესკიზური ნახაზების მომზადება და 3D ვიზუალიზაცია;
** სამუშაო ნახაზების მომზადება;
** მასალების შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის მენეჯერის მოთხოვნის საფუძველზე Report-ს შემუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ArchiCAD, 3D Max -ის ცოდნა აუცილებელია;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიულობა;
** ​ინიციატივიანობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
** სხარტი აზროვნება;
** ემოციური ინტელექტი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-19:00 საათამდე (ორშ-პარ)
** შაბათი 10:00-14:00 საათამდე

ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sc.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |