www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვებ-გვერდის მენეჯერი/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ზარაფხანა
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

"ზარაფხანა" არის ქართული საიუველირო კომპანია, რომელიც ქმნის, აწარმოებს და ყიდის საიუველირო ნაკეთობებსა და სუვენირებს. 80 წლის წინ შექმნილი კომპანია დღემდე ინარჩუნებს და ავითარებს მრავალსაუკუნოვან საიუველირო მემკვიდრეობას. "ზარაფხანა" არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწარმოებელი საიუველირო ნაკეთობებისა და უპირობო ლიდერი ბაზარზე.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდზე: http://www.zarapxana.ge

საიუველირო კომპანია "ზარაფხანა" აცხადებს ვაკანსიას ვებ-გვერდის მენეჯერი/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
კატეგორია: საინფორმაციო ტექნოლოგიები
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია აღნიშნული მიმართულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების მარტივად ათვისების უნარი;
** გუნდურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კონტენტის განახლება;
** ნაკეთობების ფოტოების აღწერილობის მუდმივი მონიტორინგი;
** Traffic-ის კონტროლი;
** ტექნიკურ გუნდთან აქტიური კომუნიკაცია და IT დეპარტამენტთან თანამშრომლობა;
** Share folder-ის მართვა;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქტთან დაკავშირებით;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zarapxana.ge და "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საიუველირო კომპანია "ზარაფხანა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

საიუველირო კომპანია "ზარაფხანაში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ზარაფხანას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |