www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ჭი-ტა
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 8 აგვისტო

სათამაშოების მაღაზია თაქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

პოზიცია - ფილიალის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ფლობა
** ფილიალში პროდუქციის მარაგებისა და დახლებზე განლაგების კონტროლი
** კომპანიაში მომსახურების აღიარებული სტანდარტების ზედმიწევნითი დაცვა
** ფილიალის სხვა თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების შედგენა და კონტროლი
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ყოველდღიური ზრუნვა
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ორიენტირებულობა
** დარბაზში ფასმაჩვენებლების სიზუსტის უზრუნველყოფა
** ყოველდღიური რეპორტინგი
** უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი პირების გადამზადება
** შეფერხებებისა ან კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა
** თანამშრომელთან მოტივირებაზე ზრუნვა

მოთხოვნები:

** იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** მერჩენდაიზინგის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის კარგი უნარი
** ორგანიზებულობა
** გუნდის მართვის უნარი
** სიახლებისადმი მარტივად ადაპტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 6 სამუშაო დღე)
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr-1@chita.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |