www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჩინური ენის მცოდნე კლიენტთა მომსახურების მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 14 აგვისტო

სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას ჩინური ენის მცოდნე კლიენტთა მომსახურების მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის საბანკო ოპერაციების წარმოება კლიენტთა ანგარიშებზე
** საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა
** ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ჩინური ენის ცოდნა
** იმავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** უმაღლესი განათლება (სასურველია - ბიზნეს, საბანკო ან საფინანსო განხრით)
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |