www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას, რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართველოში "ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 60-ზე მეტი თანამშრომლით.

"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობა:

** საწყობში შემომავალი ქონების ბრუნვის გაკონტროლება და პროგრამაში აღრიცხვა;
** საწყობში აღწერის წარმოება და არსებული ნაშთების კონტროლი;
** დეტალების შეკვეთა, და ტვირთის მიღების კონტროლი;
** საწყობში შემოსული პროდუქციის დასაწყობება, შეკვეთის გამზადება;
** მიღებული და გაშვებული პროდუქციის აღრიცხვა და პერიოდული ინვენტარიზაცია.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
** უცხო ენების ფლობა: რუსული კარგად, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** 1C პროგრამის ცოდნა;
** მსგავს სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
** ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;
** ასაკი 25 წლიდან.

ანაზღაურება შეთანხმებით კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით რუსულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr.ge@bs2.Lt.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული პოზიციის დასახელება.

შპს "ბს/2 ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 2 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |