www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 30 აგვისტო

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: 5 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
სამუშაო საათები: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 700 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის დირექტორისთვის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** დავალებების ვადების კონტროლი და საჭიროებისამებრ კომპანიის დირექტორისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** სხვადასხვა ღონისძიებების, შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;
** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ, მათი გადამისამართება;
** სტუმრების დახვედრა, გაცილება
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა;
** ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** საჭიროებისამებრ სოციალური ქსელის მართვა.

პიროვნული თვისებები:

** სასიამოვნო გარეგნობის, პრეზენტაბელური
** კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV ფოტოსურათით) შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია - "ადმინისტრაციული ასისტენტი" - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავების და გასაუბრების საფუძველზე.

დედლაინი: 30 აგვისტო

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |