www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

"ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 23 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

დამატებით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.europroduct.ge

თანამდებობა: მერჩენდაიზერი
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ვალდებულებები:

** სავაჭრო ობიექტებში ვიზიტის დროს პროდუქციის და სარეკლამო მასალების განახლება/დალაგება;
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** საწყობიდან პროდუქციის დროულად გამოტანა და თაროებზე განთავსება;
** მაღაზიაში ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთის და ვადების მონიტორინგი;
** შეკვეთის განთავსებაში მონაწილეობის მიღება;
** პრომო კამპანიებთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება (სტენდების, კუნძულების მომზადება);
** საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის პროცესში ჩართვა;
** პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობა და დახმარების გაწევა;
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
** რეპორტინგი.

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

თუ თვლით, რომ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული პირობები თქვენთვის მისაღებია და აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: g.kenchadze@europroduct.ge და "subject"-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |